სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო

3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო

18-20 ივლისს ზუგდიდში ჩატარდა საქართველოს პირველობა ძალოსნობაში, სადაც ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა ექვსი მედალი მოიპოვეს:

ოქრო - გოდერძი ბერდელიძე (62კგ), გოგა ჩხეიძე (69 კგ) და გიორგი უჟანაშვილი;
ვერცხლი - გიორგი დოკვაძე (56 კგ), გიგი პატარაშვილი (77 კგ) და გოგიტა კაკიაშვილი (96 კგ);
ბრინჯაო - ირაკლი ჩხეიძე (85 კგ).

აღსანიშნავია, აჩიკო მალაყმაძისა (56 კგ) და გიორგი მაისურაძის (105 კგ) გამოსვლაც, რომლებმაც შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს და მეოთხე ადგილები დაიკავეს.

1 აგვისტოს ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები და აჩიკო მალაყმაძე (56 კგ) და ირაკლი ჩხეიძე (85 კგ) შვედეთში გაემგზავრებიან, სადაც თავიანთ ძალებს ევროპის ჩემპიონატზე მოსინჯავენ. ამჟამად, საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები წვრთნას ბაზალეთზე გადის.

ოლიმპიური ცენტრი ულოცავს სპორტსმენებსა და ბატონ ზურას წარმატებას!

<< დაბრუნება 2015-07-21