სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ლუხუმ ჩხვიმიანი - მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი

ლუხუმ ჩხვიმიანი - მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი

1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟთა შორის გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა. ოქროს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) მიისაკუთრა და ქართული ჰიმნი ააჟღერა ძიუდოს დედაქალაქში. ბრინჯაოს - ლუკა მაისურაძე (-81კგ) დასჯერდა.

მსოფლიო ჩემპიონატს ტოკიო 22 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე მასპინძლობდა, სადაც მონაწილეობას ჯამში 143 ქვეყნის 828 ფალავანი იღებდა.

ლუხუმი ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენია და ფიზიკურ მომზადებას ცენტრში 2010 წლიდან გადის,  მისი მწვრთნელი გახლავთ ცენტრის დირექტორი ბატონი ბორია ფირცხელიანი.

სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ უდიდეს გამარჯვებას!

<< დაბრუნება 2019-09-03