სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მოჭიდავებმა საქართველოს ჩემპიონატი დანომრეს

მოჭიდავებმა საქართველოს ჩემპიონატი დანომრეს

თბილისის სპორტის სასახლეში 10-13 იანვარს დასრულდა საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში. სეზონის პირველი შეჯიბრება ოთხი დღე გაგრძელდა და საპრიზო სამეულები თავისუფალ და ბერძნულ ჭიდაობაში ათ-ათ წონით კატეგორიაში შეივსო.
 
ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა აღნიშნულ ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 7 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ოთარ გოგავა (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) გახდნენ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63 კგ) ზურაბ ერბოწონაშვილმა (74 კგ) და ზურიკო ურთაშვილმა (97 კგ) დაიკავეს.
 
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის კი ოქროს მედლი რამაზ სურმანიძემ (60 კგ) დაიკავა. ვერცხლის მედლებს მათე სოფაძე (97 კგ), ლევან არაბული (130 კგ) და როლანდ ანდრიაძე(120 კგ) დაეუფლნენ. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი გიორგი ძიმიტაშვილი (60 კგ) და რამაზ თურმანიძე (61 კგ) ავიდნენ.
 
ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
10-13 იანვარი
თავისუფალი ჭიდაობა
 
57 კგ
1 ოთარ გოგავა (ხონი)
2 ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)
3 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
3 გოგა ძიგუა (სამტრედია)
 
61 კგ
1 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
2 თემურ ვანიშვილი (გორი)
3 რამაზ თურმანიძე (აჭარა)
3 თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
 
65 კგ
1 ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
2 ამირან ვახტანგიშვილი (გორი)
3 ომარ გურჯიძე (ქუთაისი)
3 გიორგი ბრეგვაძე (ქუთაისი)
 
70 კგ
1 მირზა სხულუხია (ქუთაისი)
2 გია ავალიანი (სამტრედია)
3 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)
3 დავით როდინაძე (აჭარა)
 
74 კგ
1 ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
2 გიორგი სულავა (ქუთაისი)
3 დავით ტლაშაძე (გორი)
3 ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)
 
79 კგ
1 ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
2 ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
3 დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
3 ჯაბა ყველაშვილი (გორი)
 
86 კგ
1 სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
2 ტარზან მაისურაძე (სტეფანწმინდა)
3 დავით ფირუზაშვილი (თბილისი)
3 დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია)
 
92 კგ
1 ირაკლი მწითური (თბილისი)
2 დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
3 მექი სიმონია (ქუთაისი)
3 იუზა ცერცვაძე (თბილისი)
 
97 კგ
1 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
2 გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
3 მამუკა კორძაია (აჭარა)
3 ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა)
 
125 კგ
1 გენო პეტრიაშვილი (გორი)
2 როლანდ ანდრიაძე (ხონი)
3 ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი)
3 მარადი ვანაძე (აჭარა)
 
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
55 კგ
1 ნუგზარ წურწუმია (ხობი)
2 ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
3 ფრიდონ აბულაძე (აჭარა)
3 აკაკი ოსიაშვილი (გარდაბანი)
 
60 კგ
1 რამაზ სურმანიძე (აჭარა)
2 გიზო მელაძე (აჭარა)
3 ნოდარ ოქრომჭედლიშვილი (თბილისი)
3 ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი)
 
63 კგ
1 ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
2 ლერი აბულაძე (აჭარა)
3 ქერიმ მაჩალიკაშვილი (საგარეჯო)
3 დავით ბაკურაძე (ოზურგეთი)
 
67 კგ
1 საჩინო დავითაია (სენაკი)
2 მურად მიქელაძე (აჭარა)
3 ჯონი ხეცურიანი (ხობი)
3 ედნარ შავაძე (აჭარა)
 
72 კგ
1 რამაზ ზოიძე (აჭარა)
2 შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
3 ნიკოლოზ ჭიკაიძე (გარდაბანი)
3 ოთარ აბულაძე (აჭარა)
 
77 კგ
1 ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
2 დემურ ქავთარაძე (გარდაბანი)
3 სერგო პოღოსიანი (თბილისი)
3 გოგა აფრიამაშვილი (თბილისი)
 
82 კგ
1 ლაშა გობაძე (აჭარა)
2 გელა ბოლქვაძე (აჭარა)
3 აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
3 დიეგო ნერგაძე (ბაღდადი)
 
87 კგ
1 რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2 -------------------------------------
3 შალვა ხაჩიძე (თბილისი)
3 გიორგი ქაცანაშვილი (გარდაბანი)
 
97 კგ
1 გიორგი მელია (სამტრედია)
2 მათე სოფაძე (ბაღდადი)
3 ალექსანდრე ლოდია (თბილისი)
3 გივი თევდორაძე (ქუთაისი)
 
130 კგ
1 იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2 ლევან არაბული (თბილისი)
3 სულხან ბუიძე (ქუთაისი)
3 გიორგი ბარბაქაძე (გარდაბანი)

 

<< დაბრუნება 14-01-2019