სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
არჩილ მალაყმაძე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია!

არჩილ მალაყმაძე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია!

ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ (69 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
 
მან  ატაცში დაძლეულ 134 კილოგრამს, აკვრაში 154 კგ. შემატა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 288 კილოგრამით ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.
 
ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე აქამდე ქართველ ძალოსნებს მედალი არ მოუპოვებიათ.
 
აღსანიშნავია, რომ არჩილ მალაყმაძე ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა.
 
<< დაბრუნება 2018-10-12