სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ორი ოქრო - ავთანდილ კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე

ორი ოქრო - ავთანდილ კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე

8-9 სექტემბერს ქალაქ ვარშავაში გაიმართა"ციოლკოვსკის" სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს: ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს!

ფინალში კენჭაძემ აშკარა უპირატესობით 12-1 ჩინელი ვეი ვუ დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა, ჯამში 6 მედალი - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აიღო.

ტურნირის ჩემპიონები გახდა ზურაბ იაკობიშვილიც (70 კგ), ვერცხლის მედლებს ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ) დასჯერდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი დავით მარსაგიშვილმა (92 კგ) მოიპოვა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგითი გამართულ უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრზე სადაც 27 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 136 ქულით გუნდური პირველი ადგილი არავის დაუთმო, მეორე ადგილი ყაზახეთს 135 ქულა ხოლო მესამე რუსეთის ნაკრებს 134 ქულა ხვდად წილად.

<< დაბრუნება 2018-09-10