სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძალოსნებმა საჩხერეში იასპარეზეს

ძალოსნებმა საჩხერეში იასპარეზეს

21-24 ივნისს ქალაქ საჩხერეში გაიმართა საქართველოს პირველობა ძალოსნობაში 17 წლამდელთა შორის, რომელშიც მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა იასპარეზეს და წარმატებასაც მიაღწიეს:

პირველი საპრიზო ადგილები საბა აბაშიძემ (45 კგ), გიორგი ხარაზიშვილმა (50 კგ), ბაჩუკი შამილაშვილმა (56 კგ), ლომია თებიძემ (85 კგ) და თორნიკე ტაბატაძემ (+94 კგ) დაიკავეს. ვერცხლის მედლებს არჩილ მალაყმაძე (77 კგ) და საბა ანთაური (+94 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები მურად თებიძემ (50 კგ), მანუჩარ გოგოხიამ (77 კგ) და ვანო ქაზუმაშვილმა (94 კგ) აიღეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ხარაზიშვილმა (50 კგ) 15 წლამდელთა შორის თავისი რეკორდი 5-ჯერ გააუმჯობესა.

ასევე გამორჩეული იყო მძიმეწონოსანი სპორტსმენის თორნიკე ტაბატაძის გამოსვლა, მან ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ასაკობრივი რეკორდი მისივე სახელობის დარბაზში 1კგ-ით (ატაცი-158) გააუმჯობესა.

საჩხერეში გამართული ტურნირი იყო ევროპის სალიცენზიო ჩემპიონატზე შესარჩევი დასკვნითი შეჯიბრება, სადაც 2018 წლის ოქტომბერში არგენტინაში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება. სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 13 მონაწილიდან 7-ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი იქნება.

27 ივნისიდან-20 ივლისის ჩათვლით კი ჭააბუკი ძალოსნები საჩხერეში დასკვნით შეკრებას გაივლიან, საიდანაც იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

 

<< დაბრუნება 27-06-2018