სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გიორგი თოხაძე ევროპის ჩემპიონია!

გიორგი თოხაძე ევროპის ჩემპიონია!

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა გიორგი თოხაძემ 51 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მთლიანობაში ხუთი მედალი მოიპოვეს. ათი წონითი კატეგორიიდან - ოთხში ფინალში ქართველები გავიდნენ. ევროპის ჩემპიონები კი გიორგი თოხაძესთან ერთად დიმიტრი ხაჩიძე (48 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (80 კგ) გახდნენ. გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ) ვერცხლს დასჯერდა, ხოლო მათე გოქაძემ (110 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

 

 

<< დაბრუნება 22-05-2018