სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
3 ჩემპიონი საქართველოს პირველობიდან

3 ჩემპიონი საქართველოს პირველობიდან

24-26 დეკემბერს "ნიუთბილისის" ფრენბურთის არენაზე გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი დიდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ოთარ გოგავამ (57 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს მაგამედ საიდოვმა (65 კგ) და ზურაბ ერბოწონაშვილმა (74 კგ), ხოლო კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე რამაზ დარჩიძე (57 კგ), ალექსანდრე ჯაჭვაძე (74 კგ) და ზაურ ბერაძე (84 კგ) ავიდნენ.

ოლიმპიური ცენტრი ულოცავს ყველა სპორტსმენს მიღწეულ წარმატებას!

 

<< დაბრუნება 26-12-2017