სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
თბილისი ძიუდოს გრან პრის მეოთხედ მასპინძლობს

თბილისი ძიუდოს გრან პრის მეოთხედ მასპინძლობს

თბილისის "ოლიმპიური სასახლე" ძიუდოს გრან პრის მასპინზლობს. საერთაშორისო ტურნირში, რომელიც თბილისში მეოთხედ ტარდება მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 38 ქვეყნის 262 სპორტსმენი. თბილისის გრან პრის საპრიზო ფონდი, რომელიც წლეულს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება 100 000 დოლარია.

ტურნირი 31 მარტს და ასევე 1 და 2 აპრილს დილის 11:00 საათიდან დაიწყება, 31 მარტს 16:30 წუთზე დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ცერემონია, ფინალური ბლოკი კი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათიდან გაიმართება. სპორტსმენები მედლებისათვის 7-7 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ, გრან-პრის გამარჯვებული ძიუდოისტები 700 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, ფულადი პრემის სახით კი ადგილები შესაბამისად 3000, 2000 და 1000 დოლარს მიიღებენ.

საქართველოს ნაკრები თბილისის გრან პრიზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვა, მამაკაცთა შორის ტატამზე 28 სპორტსმენი წარდგება, ქალთა შორის კი 8. ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობიდან წლევანდელ გრან პრიზე ევროპის ჩემპიონი (2013) და მსოფლიოს პრიზიორი (2015), ასევე გრან პრისა და გრან სლემის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული - ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ევროპის ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2015, 2013) და გრან პრის ტურნირების 3-გზის ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ), ევროპული თამაშების და ასევე ევროპის ჩემპიონი (2015), მსოფლიოს პრიზიორი (2015) და საერთაშორისო ტურნირების ასევე მრავალგზის ჩემპიონი - ადამ ოქრუაშვილი (+100), ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი (2016), 2015 წლის თბილისის გრან პრის ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100), ქალთა შორის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2015) - მარიამ ჯანაშვილი (57 კგ), ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი (2015) და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016) ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებენ. თბილისის გრან პრი 2017-ის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე გადაიცემა.

იხილეთ გრან პრის პროგრამა

31 მარტი
კაცები -60 -66 
ქალები -48 -52 -57

10:00 - დასაწყისი 
16:30 - გახსნის ოფიციალური ცერემონია
17:00 - ფინალური ბლოკი

1 აპრილი
კაცები -73 -81
ქალები -63 -70

10:00 - დასაწყისი
17:00 - ფინალური ბლოკი

2 აპრილი
კაცები -90 -100 +100
ქალები -78 +78

10:00 - დასაწყისი
17:00 - ფინალური ბლოკი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მამაკაცები

60 კგ
ლუხუმ ჩხვიმიანი
ამირან პაპინაშვილი
რობინზონ ბეგლარაშვილი
გიორგი ბროლაშვილი

66 კგ
ლაშა გიუნაშვილი
თორნიკე ნაგლიაშვილი
თორნიკე თათარაშვილი
შალვა გაზაშვილი

73 კგ
ფრიდონ გიგანი
გიგა გიგაური
ომარ ნიაზაშვილი
ტატო გრიგალაშვილი

81 კგ
ამბაკო ავალიანი
კობა მჭედლიშვილი
ნუგზარ ტატალაშვილი
გიორგი პაპუნაშვილი

90 კგ
ნოდარ ბერიანი
უშანგი მარგიანი
არჩილ გოგოლაშვილი
ნიკა სიდამონიძე

100 კგ
ლაშა ტაველური
ალექსანდრე ზაალიშვილი
იასონ ნემსაძე
ონისე სანებლიძე

+100 კგ
ლევან მატიაშვილი
ადამ ოქრუაშვილი
გუგა კიბორძალიძე
ონისე ბუღაძე

მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ცირეკიძე

ქალები

48 კგ
ოლღა ალადოშვილი

57 კგ
მარიამ ციხელაშვილი
ეთერ ლიპარტელიანი
მარიამ ჯანაშვილი
სალომე აბაშიძე

70 კგ
ნინო ოძელაშვილი
თეა სუხიტაშვილი

+78 კგ
ელენე ქებაძე

თბილისის გრან პრის მონაწილე ქვეყნები:
საქართველო (36 სპორტსმენი), საფრანგეთი (6), უკრაინა (9), ჰოლანდია (8), ბრიტანეთი (10), რუსეთი (24), უნგრეთი (10), აზერბაიჯანი (18), ბრაზილია (15), ავსტრია (2), სომხეთი (1), ავსტრალია (1), ბელარუსი (4), ბელგია (4), ბულგარეთი (2), კანადა (1), კოლუმბია (5), ხორვატია (1), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1), ესტონეთი (4), ფინეთი (1), გვინეა-ბისაუ (1), ირანი (11), ისრაელი (5), იტალია (6), ყაზახეთი (18), ყირგიზეთი (1), ლატვია (3), ლიტვა (6), მონღოლეთი (9), პორტუგალია (9), სერბეთი (3), სლოვაკეთი (3), სლოვენია (3), შვედეთი (4), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (2), უზბეკეთი (14), ვენესუელა (1).

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

<< დაბრუნება 2017-03-31