სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური დიდების ხეივანს ომარ ფხაკაძის რგოლი შეემატა

ოლიმპიური დიდების ხეივანს ომარ ფხაკაძის რგოლი შეემატა

13 მარტს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის ველომრბოლელ ომარ ფხაკაძის სახელობის ოლიმპიური რგოლი გაიხსნა.
 
ოლიმპიურ ცენტრში გასამართი ღონისძიება 1992 წელს საქართველოში ველოსპორტის ფედერაციის დაარსების დღეს უკავშირდება და მას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ომარ ფხაკაძის ვაჟი, მეუღლე დინარა ჯანუყაშვილი და ველოსპორტის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
 
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ველომრბოლელთა ნაკრები გუნდის წევრები და ველომოყვარულები საჩვენებელ ვარჯიშებსა და შეჯიბრებებს გამართავენ.
 
აღსანიშნავია, რომ ომარ ფხაკაძე ოლიმპიური ცენტრში აღიზარდა, არის მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1965 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ორგზის მსოფლიოს რეკორდსმენი და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი.
 
შეგახსენებთ, რომ პირველი ოლიმპიური რგოლი, ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე სამი სახელოვანი სპორტსმენის: მიხეილ სალაძისა, მაია აზარაშვილისა და ვლადიმერ აფციაურის პატივსაცემად გაიხსნა.
 
 
 

 

<< დაბრუნება 2017-03-13