სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძალოსნებმა საქართველოს ჩემპიონატი დანომრეს

ძალოსნებმა საქართველოს ჩემპიონატი დანომრეს

საჩხერეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში დიდებს შორის, რომელშიც მონაწილეობა 80-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო.

ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზეს:
I ადგილი - ჩხეიძე გოგა (69 კგ)
II ადგილი - თოთაძე თორნიკე (69 კგ)
II ადგილი - ირაკლი ჩხეიძე (94 კგ) (150+188)
III ადგილი - ბერდელიძე გოდერძი (62 კგ) (120+137)
III ადგილი - კუჟანაშვილი გიორგი (94 კგ)
III ადგილი - ჯალაღონია ირაკლი (105 კგ)

105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი დავით ხეცურიანმა (ქუთაისი) აიღო, რომელმაც ორჭიდში 373 (169+204) კილოგრამი დააფიქსირა. მეორეზე საქართველოს ნაკრების წევრი, რიოს ოლიმპიადის მონაწილე გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) გავიდა (364, 164+200), ხოლო მესამეზე - თორნიკე კოკაია (რუსთავი) (348, 158+190).

მძიმე წონაში რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ (საჩხერე) ოქროს მედალი მიიღო (422, 197+225). ზაფხულის ოლიმპიადის კიდევ ერთმა მონაწილემ ირაკლი თურმანიძემ (აჭარა) მეორე ადგილი დაიკავა (417, 192+225). ბრინჯაოს მედალი კი ბაქარ თურმანიძემ (აჭარა) მოიპოვა (342, 157+185).

<< დაბრუნება 2016-11-14