სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
6 წონა, 6 მედალი

6 წონა, 6 მედალი

4-5 მარტს თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძალოსნობაში 17-წლამდელთა შორის, სადაც საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის აღსაზრდელებმა ოთხი მედალი მოიპოვეს:
 
ირაკლი ჩხეიძემ (94 კგ) ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, არჩილ მალაყმაძე (62 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ბეგლარ სოლომონიამ (69 კგ) და თორნიკე ტაბატაძემ (+94 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
 
აღნიშნულ ტურნირზე, მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა 6 წონაში 6 მედალი აიღო და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილი თურქეთმა, ხოლო - მეორე ბულგარეთმა დაიკავა.
 
ტურნირს ესწრებოდნენ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები, ნაიმ სულეიმანოღლუ და ჰალიმ მუთლუ, რომლებმაც ბურსას შეჯიბრის საერთო დონეს მაღალი შეფასება მისცეს.
 
ნაკრების მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის თქმით, ბურსაში გამოსვლა წარმატებული იყო. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ბიჭები მცირე ხანს დაისვენებენ და და მალევე ვარჯიშს განაახლებენ.
 
 
 

<< დაბრუნება 2016-03-07