სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
თავისუფლების 5 მედალი და გუნდური მეორე ადგილი პარიზიდან

თავისუფლების 5 მედალი და გუნდური მეორე ადგილი პარიზიდან

 
30-31 იანვარს პარიზმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, სადაც საქართველოს 23-წლამდელა ნაკრების წევრებმა იასპარეზეს და ჯამში 5 მედლი მოიპოვეს: 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 58 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს.
 
ვერცხლის მედლები ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა შოთა ფარტენაძემ (61 კგ) და ავთანდილ კენჭაძემ (70 კგ) დაისაკუთრეს. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა გიორგი ბრეგაძემაც (65 კგ). ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი ლევან მურცხალაძე (57 კგ) და გიორგი რევაზიშვილი (61 კგ) გახდნენ.
 
შოთა ფარტენაძემ (61 კგ) ფინალამდე შვეიცარიელი ანდრიან ვოკი 10:0 და მაკედონიელი ადილ ადილი 12:2 დაამარცხა, ფინალში კი ირანელების მსოფლიოს ჩემპიონ ჰასან რაჰიმისთან დაძაბულ ბრძოლაში 1:5 წააგო.
 
ავთანდლის კენჭაძემ (70 კგ) ფინალამდე თანაგუნდელი არჩილ გიგაური და ფრანგი ჯონ ბური ერთნაირი ანგარიშით 10:0 დაამარცხა, ფინალში კი საედ მოჰამადისთან ბრძოლა ირანელი მეტოქის სასარგებლოდ (7:9) დასრულდა.
 
გიორგი ბრეგაძემ (65 კგ) საფინალო გზაზე სამი ფრანგი მეტოქე ჩამოიცილა - რიკ ფიქუეტი 11:8, ვალენტინ სანფრატელო 2:0 და იური სიემაკინი 10:8, ფინალში კი მონღოლ ლამგარმა ნარმანდახთან წააგო 8:19.
 

 

<< დაბრუნება 2016-02-04