სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძალოსნების მონაგარი კახი კახიაშვილის ტურნირზე

ძალოსნების მონაგარი კახი კახიაშვილის ტურნირზე

 
26-27 დეკემბერს მარნეულში გაიმართა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძალოსნობაში დიდებს შორის, სადაც ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა ათი მედალი მოიპოვეს: ოქრო - გოგა ჩხეიძე (69 კგ) და ირაკლი ჩხეიძე (85 კგ); ვერცხლი - გოდერძი ბერდელიძე (62 კგ), თორნიკე თოდაძე (69 კგ) გიგი პატარაშვილი (77 კგ) და გიორგი კუჟანაშვილი (94 კგ); ბრინჯაო - არჩილ მალაყმაძე (62 კგ), ირაკლი ჯალაღონია (94 კგ), გიორგი მაისურაძე (105 კგ) და ბაქარ თურმანიძე (+105 კგ).
 
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას მონაწილეობას საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლები იღებდნენ.
 
ტურნირი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გიორგი ასანიძემ შეაფასა: „ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იყო. ორ დღეში დიდი ინფორმაცია მივიღე და სპორტსმენებისთვის აქ გამოსვლა აუცილებელია. ისინი აკვირდებიან საკუთარ თავს, აკვირდებიან მოწინააღმდეგეებს, სწავლობენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქვემო ქართლის გუბერნატორს პაატა ხიზანაშვილს, რომელიც ძალოსნობის ერთგული გულშემატკივარი და ამ სახეობის მეგობარია. საერთაშორისო სტატუსი უკვე მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაიზრდება მონაწილეთა რაოდენობა და რეიტინგი. ეს მხოლოდ დასაწყისია. კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი უფრო დიდი გახდება." - აღნიშნა ასანიძემ.
 
შედეგები:
85 კგ
1. ირაკლი ჩხეიძე (ზუგდიდი), 317 (144+173);
2. რეზი დავითაძე (თბილისი), 315 (142+173);
3. ირაკლი ფაჩულია (ქუთაისი), 255 (118+137).
 
94 კგ
1. ლონგინოზ ბრეგვაძე (საჩხერე), 347 (157+190);
2. გიორგი კუჟანაშვილი (თბილისი), 299 (128+171);
3. ირაკლი ჯალაღონია (ზუგდიდი), 299 (131+168).
 
105 კგ
1. რაულ ცირეკიძე (ქუთაისი), 360 (162+198);
2. ალუდა მანაგაძე (ქუთაისი), 360 (165+195),
3. გიორგი მაისურაძე (თბილისი), 340 (160+180).
 
+105 კგ
1. ლაშა ტალახაძე (საჩხერე), 438 (203+235);
2. დავით ხეცურიანი (ქუთაისი), 339 (151+188);
3. ბაქარ თურმანიძე (ქობულეთი), 326 (154+178).
<< დაბრუნება 2015-12-28