სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ბერძენ-რომაელების 12 მედალი სომხეთიდან

ბერძენ-რომაელების 12 მედალი სომხეთიდან

24 ნოემბერს ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა სომხეთს, რუსეთის, პოლონეთის და საქართველოს 120-მა წარმომადგენელმა მიიღო.
 
ჩემპიონები მინდია წულუკიძე (75 კგ), ნიკოლოზ კელასოვი (80 კგ), მათე სოფაძე (98 კგ) და სანდრო დიხამინჯია (130 კგ) გახდნენ. მეორე ადგილი მურად მიქელაძემ (66 კგ) და გიორგი ცირეკიძემ (85 კგ) დაიკავეს, ხოლო ბრინჯაოს მედლები ნიკა ცეცხლაძემ (59 კგ), გოგა გოგიბერაშვილმა (71 კგ), ანტონ მამაგეიშვილმა (75 კგ), გოგა აფრიამაშვილმა (75 კგ), გიორგი დათუნაშვილმა (80 კგ) და გიორგი მარშანიამ (98 კგ) აიღეს.
 
59 კგ
1. გევორქ ღარიბიანი (სომხეთი)
2. სლავიკ გალსტიანი (სომხეთი)
3. ცოლაკ მკრტიჩიანი (სომხეთი)
3. ნიკა ცეცხლაძე (საქართველო)
 
66 კგ
1. არტავაზ ვარდანიანი (სომხეთი)
2. მურად მიქელაძე (საქართველო)
3. ტარომ დუმონიანი (სომხეთი)
3. სტანისლავ ზაიცევი (რუსეთი)
 
71 კგ
1. არმენ ჰაკობიანი (სომხეთი)
2. გევორგ დოხოლიანი (სომხეთი)
3. გოგა გოგიბერაშვილი (საქართველო)
3. ტიგრან ტოროსიანი (სომხეთი)
 
75 კგ
1. მინდია წულუკიძე (საქართველო)
2. რაფიკ მანუკიანი (სომხეთი)
3. ანტონ მამაგეიშვილი (საქართველო)
3. გოგა აფრიამაშვილი (საქართველო)
 
80 კგ
1. ნიკოლოზ კელასოვი (საქართველო)
2. ედგარ ბაბაიანი (სომხეთი)
3. გიორგი დათუნაშვილი (საქართველო)
3. გორ შმავონიანი (სომხეთი)
 
85 კგ
1. მაქსიმ მანუკიანი (სომხეთი)
2. გიორგი ცირეკიძე (საქართველო)
3. ვიგენ ვარდანიანი (სომხეთი)
3. აშოტ აბრაგიანი (სომხეთი)
 
98 კგ
1. მათე სოფაძე (საქართველო)
2. მიხალიკ ტადეუში (პოლონეთი)
3. გიორგი მარშანია (საქართველო)
3. ვაგენ მინასიანი (სომხეთი)
 
130 კგ
1. სანდრო დიხამინჯია (საქართველო)
2. ედგარ ხაჩატრიანი (სომხეთი)
3. ვაჩიკ ეგიზარიანი (სომხეთი)

 

<< დაბრუნება 2015-11-25