სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

"მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისათვის"

დღეს 19:00 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, მსოფლიო თასზე წარმატებით მოასპარეზე ბორჯღალოსნების მხარდამჭერი მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ასათიანი მიიღებს.

გუნდების შემადგენლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ვეტერანი მორაგბეები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები იქნებიან.

ამხანაგური მატჩის - "მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისათვის" მიზანია ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე რაგბის კავშირის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრებიან.

5 ოქტომბერს 19:00 საათზე „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე, მატჩის წინამოსამზადებელი შეხვედრა იგივე - კაპიტნის ვარჯიში გაიმართა, სადაც შეხვედრის ორგანიზატორმა მინისტრებმა ვეტერანებთან ერთად ივარჯიშეს და საქართველოს ნაკრებს 7 ოქტომბრის მნიშვნელოვანი მატჩის წინ წარმატება უსურვეს.

 

<< დაბრუნება 2015-10-06