სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურ ცენტრში შშმ მოსწავლეებს შორის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა

ოლიმპიურ ცენტრში შშმ მოსწავლეებს შორის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა

2 ივნისს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში მე-200 საჯარო სკოლის შშმ მოსწავლეების მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრება ოლიმპიური ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილე ოთხი გუნდიდან თითოეული შშმ ბავშვებითა ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენებითა დაკომპლექტდა.

აღნიშნული სპორტული ღონისძიების მიზანს შშმ პირების ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ტურნირის დასასრულს ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმა ყველა მონაწილე მაისურებითა და წიგნებით დაასაჩუქრა, გაამრჯვებული გუნდს კი ჩემპიონთათვის განკუთვნილი თასი გადასცა.

ოლიმპიური ცენტრი მე-200 საჯარო სკოლასთან აქამდეც თანამშრომლობდა - დეკემბერში ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმა, თანამშრომლებთან და სპორტსმენებთან ერთად, სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი - ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცა.

<< დაბრუნება 2015-06-02