სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გურამ ბიგანიშვილმა ქართული სპორტის მუზეუმს ჯილდო უსახსოვრა

გურამ ბიგანიშვილმა ქართული სპორტის მუზეუმს ჯილდო უსახსოვრა

ოლიმპიური ცენტრის დირექტორის მოდგილემ სახელგანთქმულმა აფროსანმა გურამ ბიგანიშვილმა თავისი 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს ქართული სპორტის მუზეუმს 1984 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ჯილდო უსახსოვა.

„წლების წინ ჩემი მედლები ერთ-ერთ მუზეუმს გადავეცი, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, დაიკარგა. ვიცი, რომ ამ ჯილდოს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში, ქართული სპორტის მუზეუმში მოუფრთხილდებიან. იმედი მაქვს, ეს პრიზი მნახველებსაც დააინტერესებს", - განაცხადა ბატონმა გურამმა. ის ქართული სპორტის მუზეუმს მეწყვილე ვლადიმერ გრუზდევთან ერთად ესტუმრა.

გურამ ბიგანიშვილმა 1982 და 1984 წლებში ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული, 1984 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ერთადერთ ქართველ აფროსანს მონაწილეობა აქვს მიღებული 1992 წლის ბარსელონისა (XIII ადგილი) და 1996 წლის ატლანტის (XVI ადგილი) ოლიმპიურ თამაშებში, ასევე მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

<< დაბრუნება 2015-05-20