სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ოთხი მედალი აიღეს

საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ოთხი მედალი აიღეს

საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიდებს შორის დასრულდა. შეჯიბრების მეორე დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში - 66, 75, 85 და 130 კილოგრამებში გათამაშდა.

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ჩემპიონატზე ოთხი მედალი აიღეს. მათე სოფაძე (85 კგ) გამარჯვებული გახდა, ხოლო შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) გოგა გოგიბერაშვილმა (66 კგ) და ნიკოლოზ კელასოვმა (75 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველას საჩინო დავითაიამ აჯობა. ფინალში მან არჩილ თურმანიძე დაამარცხა. 75 კგ-ში ჩემპიონის ტიტული ზურაბ დათუნაშვილმა მოიპოვა. მძიმე წონაში კი შეჯიბრებაზე წაუგებლად იასპარეზა იაკობ ქაჯაიამ, რომლემაც შოთა გოგისვანიძეს მოუგო.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
დიდები
თბილისი
23 აპრილი


66 კგ
1. საჩინო დავითაია
2. არჩილ თურმანიძე
3. გოგა გოგობერაშვილი
3. შმაგი ბოლქვაძე

75 კგ
1. ზურაბ დათუნაშვილი
2. გიორგი დათუნაშვილი
3. ილია გულბათაშვილი
3. ნიკოლოზ კელასოვი

85 კგ
1. მათე სოფაძე
2. რობერტ ქობლიაშვილი
3. რუდოლფ ოგანეზოვი
3. ბექა როყვა

130 კგ
1. იაკობ ქაჯაია
2. შოთა გოგისვანიძე
3. ბექა ჩოფლიანი
3. სანდრო დიხამინჯია

<< დაბრუნება 2015-04-24