სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველი მოჭიდავეები მინსკიდან 12 მედლით დაბრუნდნენ

ქართველი მოჭიდავეები მინსკიდან 12 მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები ბელარუსის საერთაშორისო ტურნირიდან 12 მედლით დაბრუნდა.

7-8 მარტს მინსკში, ალექსანდრ მედვედის სახელობის გრან პრის დაწყებამდე, ხალიჩები უმცროს სპორტსმენებს დაეთმოთ. ქართველმა ჭაბუკებმა ათი წონითი კატეგორიიდან - ოთხში კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურები შეავსეს.

შეჯიბრების ჩემპიონები თორნიკე ქათამაძე (42 კგ), გიორგი ხაჩიძე (46 კგ), მამუკა ჩაჩუა (63 კგ) და ზურა ურტაშვილი(100 კგ) გახდნენ, რომლებმაც წაუგებლად იასპარეზეს.

ვერცხლის მედლებს თორნიკე კვინიკაძე (63 კგ) და ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები გოგა მამიაური (58 კგ) და ივერიკო ჯულაყიძე (69 კგ) დაეუფლნენ. ამირან ვახტანგიშვილმა (50 კგ), თეიმურაზ ვანიშვილმა (54 კგ), ალექსანდრე ლომიძემ (58 კგ), ვანო გოდელაშვილმა (76 კგ) და დემე მეგენეიშვილმა (76 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

გიორგი იანტბელიძის გუნდს აგვისტოში სეზონის ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ელის. ევროპის პირველობა 4-9 აგვისტოს სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში გაიმართება, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატი - 25-30 აგვისტოს, ბოსნია ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში.

<< დაბრუნება 2015-03-09