სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო ბოლნისიდან

ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო ბოლნისიდან

28 ოქტომბერს - 1 მარტს ბოლნისში მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი X საერთაშორისო  ტურნირი გაიმართა.

აღნიშნული ტურნირი 2003-2004 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს.

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები ბოლნისიდან სამი მედლით დაბრუნდნენ: ჩემპიონის ტიტული გუგა ჭინჭარაშვილმა (50 კგ) (ვაჟა ბალხამიშვილი) მოიპოვა, ხოლო საბა ანთაურმა (50 კგ) (მწ: დათო შეშაბერიძე) და ლუკა კუხალეიშვილმა (35 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე) მესამე ადგილები დაიკავეს.

აღნიშნულ შეჯიბრებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის მოადგილეც ესწრებოდნენ.

<< დაბრუნება 2015-03-02