სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ნიკა შერბაკოვი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია.

ნიკა შერბაკოვი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია.

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გათამაშდა მედლები. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა  ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფრიდონ აბულაძემ (55 კგ) ევროპის ჩემპიონია, ლერი აბულაძე (63 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო  ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ნიკა ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენია, რომელიც 2016 წლიდან კობა კიკაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს ცენტრში.

ვულოცავთ ნიკას მოპოვებულ წარმატებას და საქართველოს ახალგაზრულ ნაკრებს წინსვლას ვუსურვებთ.

<< დაბრუნება 2019-06-04