სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ამბროლაური საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს

ამბროლაური საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს

9-10 იანვარს რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ტარდება საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის.

საჭიდაო კლუბ "ფალავანში" ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე ახალგაზრდა მონაწილე შეიკრიბა.

პირველი დღის შედეგები ასე გადანაწილდა:

57 კგ
1. რამაზ თურმანიძე (აჭარა) (ოლიმპიური ცენტრი)
2. ლევანი მურცხვალაძე (თბილისი)
3. ირაკლი მხეიძე (აჭარა)
3. გიორგი ხაჩიძე (ხაშური)

65 კგ
1. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)
2. შმაგი თოდუა (სამტრედია) (ოლიმპიური ცენტრი)
3. შალვა ხუციშვილი (გორი)
3. მაგომედ საიდოვი (ყვარელი) (ოლიმპიური ცენტრი)

74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) (ოლიმპიური ცენტრი)
2. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური) (ოლიმპიური ცენტრი)
3. გიორგი ქავთარაშვილი (ყაზბეგი)
3. გიორგი ბრეგვაძე (გორი)

97 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
2. როლანდ ანდრიაძე (ხონი) (მწ: ჯონი ლორია, თამაზ ბენდიანიშვილი)
3. გიორგი ჩხარტიშვილი (თბილისი) (მწ: კახა დობორჯგინიძე)
3. ბექა გოგიჩაშვილი (გორი)

საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის რანგში, პირველად დაესწრო გეგა გეგეშიძე, რომელიც აღნიშნული ფედერაციის პრეზიდენტად 17 დეკემბერს აირჩიეს. მან რეგიონში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას მოუწოდა, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში, რადგან ჭიდაობის განვითარებაზე მუშაობას სწორედ რეგიონებიდან გეგმავს.

 

<< დაბრუნება 10-01-2017