სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურ ცენტრში

ოლიმპიურ ცენტრში "ღია პირველობა" ჩატარდება

დაიწყო „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2001-2003 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.

ჩემპიონატში მონაწილეობას ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრები და მოსიარულე, ასევე თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან მოწვეული სპორტსმენები იღებენ.

ყველა მონაწილე ბრძოლაში შეჯიბრების პირველივე დღეს ჩაებმება, ფინალური შეხვედრები კი დასკვნით დღეს გაიმართება. როგორც ბერძნულ-რომაულ, ისე თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები 12 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია ნიჭიერი და პერსპექტიული მოჭიდავეების აღმოჩენა, რომლებიც შემდგომში ოლიმპიური ცენტრის უფასო სპორტულ განყოფილებებში ჩაირიცხებიან, ასევე საქართველოში სპორტის პოპულარიზაცია და სპორტსმენებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ წელს მესამედ ტარდება და მასში ყოველწლიურად 300-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

<< დაბრუნება 2015-05-25