სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მანუჩარ ცხადაიას ვერცხლი

მანუჩარ ცხადაიას ვერცხლი

უნგრულ სომბათჰეიში დასრულებულ "ოქროს დიდ პრიზზე" ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრებმა მანუჩარ ცხადაიამ (71 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე ფინალში მასპინძელთა ლიდერთან, ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონ ტომაშ ლორინცთან დამარცხდა, თუმცა მინიმალური სხვაობით - 1:2. 

ფინალურ შეხვედრამდე ცხადაიამ იტალიელ დავიდე კასავილას 8:0 მოუგო, ყაზახ ნურზან ნადიროვს ბოლო ქულის დამსახურებით 6:6-ზე სძლია, ხოლო ნახევარფინალში ირანელი მოჰმად კარიმი 6:0 დაამარცხა. 

უნგრეთში გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა 6 მედლით, 3-3 ვერცხლ-ბრინჯაოთი დაასრულა. მინდია წულუკიძემ (71 კგ.) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. სპორტსმენმა შვედ შარურ ვარდანიანს 8:0 მოუგო, სერბ ალექსანდრ მაქსიმოვიჩს 3:3 დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა, საბოლოოდ, კი ტომაშ ლორინცთან წააგო ბრძოლა.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები საჩინო დავითაია (66 კგ.), და რობერტ კობლიაშვილი (85 კგ.) გახდნენ, ვლადიმერ გეგეშიძე (85 კგ.) და ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ.) კი მესამეზე გავიდნენ.

<< დაბრუნება 2014-03-07