სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მანუჩარ ცხადაია პარიზიდან ბრინჯაოთი დაბრუნდა

მანუჩარ ცხადაია პარიზიდან ბრინჯაოთი დაბრუნდა

პარიზში გამართულ „ოქროს დიდ პრიზზე" ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ (75 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა ბეგი დარჩიას გუნდის სახელით იასპარეზა, რომლის წევრებმა ჯამში 4 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რევაზ ლაშხი (66 კგ.), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ.), გიორგი ცირეკიძე (80 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) ჩემპიონები გახდნენ. მესამე საპრიზო ადგილები კი ლაშა გოგიტაძემ (59 კგ.), მანუჩარ ცხადაიამ (75 კგ.) და ვასილ იმერლიშვილმა (98 კგ.) დაიკავეს. ნაკრების განაცხადში მყოფ მოჭიდავეთაგან საპრიზო სამეულს მიღმა მხოლოდ გოდერძი დავითაძე (59 კგ), რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (98 კგ) დარჩნენ.

"ოქროს დიდ პრიზზე" თავისუფლებმაც იჭიდავეს, რომლებმაც  ტურნირი ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. სპორტსმენებმა ზვიად მეტრეველმა (97 კგ.) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ.) წაუგებლად იასპარეზეს. იოსებ ხუციშვილმა (74 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აკაკი მოწონელიძეს (61 კგ.) კვარცხლბეკამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და მე-5 ადგილს დასჯერდა. ალექსანდრე ჯაჭვაძემ (74 კგ.) და გოჩა ლომთათიძემ (86 კგ.) კი საწყის ეტაპზევე წააგეს.

<< დაბრუნება 2014-02-11