სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
 ვლადიმერ მაისურაძის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი

ვლადიმერ მაისურაძის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დარბაზში 13-15 თებერვალს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის, ვლადიმერ მაისურაძის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა მოჭიდავემ, თემურ შავაძემ (46 კგ.) დაიკავა.

აღნიშნული ჩემპიონატი 1996-1997 წლებში დაბადებულთა სპორტსმენთა შორის გაიმართა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რაიონებდან ჩამოსული სპორტული საზოგადოებისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

ჩემპიონატის მიზანს მსოფლიოსა და ევროპის პირველობისათვის ჭაბუკ სპორტსმენთა მომზადება წარმოადგენდა.

 
 
 
<< დაბრუნება 16-02-2013