სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
საქართველოს პირველობა ჭაბუკთა შორის ძიუდოში

საქართველოს პირველობა ჭაბუკთა შორის ძიუდოში

8-9 თებერვალს ზესტაფონში ჭაბუკთა პირველობა გაიმართა ძიუდოში, ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა 5 მედლის მოპოვება შესძლეს და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადაინაწილეს:

ერეკლე ბაზიერაშვილი 90კგ წონით კატეგორიაში ვერცლის მედლის მფლობელი გახდა.

ლუკა კუხალეიშვილი (60კგ), გიორგი არღვლიანი (73კგ), ლაშა მამულაშვილი (+90კგ)  და დავით გირგვლიანი (81კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდნენ

მწვრთნელები: გოჩა ბერაძე, ვაჟა ბალხამიშვილი, დავით შეშაბერიძე

<< დაბრუნება 2020-02-10