სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გიორგი თუთაშვილი ჩემპიონია !

გიორგი თუთაშვილი ჩემპიონია !

 12-15 სექტემბერს ფინეთის ვანტააში დაწყებულ ძიუდოისტთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს წარმატებას მიაღწიეს საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებებმა .ჩემპიონატის სტარტი წარმატებული გამოდგა გიორგი თუთაშვილისთვის (66 კგ), გადამწყვეტ შეხვედრაში  მოლდოველი ადილ ოსმანოვი იპონით დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ თუთაშვილი ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენია.

სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას !

<< დაბრუნება 2019-09-13