სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველი ძიუდოისტების გუნდური ოქრო

ქართველი ძიუდოისტების გუნდური ოქრო

3-4 ივლისს ბულგარეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური გამარჯვებით დაასრულეს და ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლები მზია ბებოშვილმა (52 კგ) და ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ დათო შეშაბერიძის აღსაზრდელმა ლაშა დუდაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს. ვერცხლი - გიორგი ნიაზაშვილმა (50 კგ) , გოგა ქევხიშვილმა (81 კგ) და ზაურ კენჭაძემ (90 კგ) დაისაკუთრეს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები რობინზონ ბეგლარაშვილმა (60 კგ), ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ), მარიამ ჭანტურიამ (57 კგ), ონისე სანებლიძემ (90 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+90 კგ) დაიკავეს.

გუნდური ჩემპიონატი საქართველომ ჯგუფში იტალიასთან და გერმანიასთან ერთნაირი ანგარიშით 4:1 გამარჯვებით დაიწყო. ნახევარფინალში ქართველმა ჭაბუკებმა უკრაინას ამავე ანგარიშით სძლიეს, ფინალში კი კვლავ 4:1 - ამჯერად ჰოლანდიასთან.

ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ჭაბუკები
სოფია
3 ივლისი
ვაჟები

50 კგ
1. რუსტამ ზაბოლოტნი (რუსეთი)
2. გიორგი ნიაზაშვილი (საქართველო)
3. ბიაჯიო დანჯელო (იტალია)
3. ვლად ლუნკანი (რუმინეთი)

55 კგ
1. დენისლავ ივანოვი (ბულგარეთი)
2. ალონ აჰარონი (ისრაელი)
3. ხამზატ ახმაროვი (რუსეთი)
3. ლუკა კარლინო (იტალია)

60 კგ
1. მანუელ ლომბარდო (იტალია)
2. ახმედ ბოგატირევი (რუსეთი)
3. რობინზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)
3. ისმაილ იბრაჰიმოვი (აზერბაიჯანი)

66 კგ
1. ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)
2. მატიას ჩზიზეკი (ავსტრია)
3. ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო)
3. ჯოვანი ესპოზიტო (იტალია)

გოგონები
40 კგ

1. შაშანა ჰაჯიევა (აზერბაიჯანი)
2. ლიდია მარინი (რუმინეთი)
3. ლენა გრულიჩი (გერმანია)
3. ვასილიკი კოური (კვიპროსი)

44 კგ
1. დარია ბილოდიდი (უკრაინა)
2. იულია ოგარკოვა (რუსეთი)
3. მიშელა ფიორინი (იტალია)
3. ლუის პეტიტი (ბელგია)

48 კგ
1. მარუსა სტანგარი (სლოვენია)
2. ნადეჟდა პეტროვიჩი (სერბეთი)
3. ანე მოსდიე (საფრანგეთი)
3. ხორიენ ვისერი (ჰოლანდია)

52 კგ
1. მზია ბებოშვილი (საქართველო)
2. ლისა დენგი (ავსტრია)
3. მარგარიტა შრაინერი (რუსეთი)
3. ტიჰეა ტოპოლოვეცი (ხორვატია)

4 ივლისი
ვაჟები
73 კგ

1. ლაშა დუდაშვილი (საქართველო)
2. მაციეჟ კროგულსკი (პოლონეთი)
3. ვასილი ბალამპანაშვილი (საბერძნეთი)
3. ოლექსანდრ ჩერკაი (უკრაინა)

81 კგ
1. პაველ ბერლინი (რუსეთი)
2. გოგა ქევხიშვილი (საქართველო)
3. ივან სტეფანოვი (ბულგარეთი)
3. აპორ ტოთი (უნგრეთი)

90 კგ
1. ზელიმ კოვოიევი (აზერბაიჯანი)
2. ზაურ კენჭაძე (საქართველო)
3. ონისე სანებლიძე (საქართველო)
3. სიმეონ კათარინა (ჰოლანდია)

+90 კგ
1. ინალ ტასოევი (რუსეთი)
2. კემალ კაიტოვი (რუსეთი)
3. გელა ზაალიშვილი (საქართველო)
3. დიმიტროს ცუმიტასი (საბერძნეთი)

გოგონები
57 კგ

1. ემილია კანერვა (ფინეთი)
2. მარია გრიზლოვა (რუსეთი)
3. მარიამ ჭანტურია (საქართველო)
3. ლისე კელერი (შვეიცარია)

63 კგ
1. ანასტასია კოლიადენკოვა (რუსეთი)
2. ანა კუხარუკი (უკრაინა)
3. იოვანა ობრადოვიჩი (სერბეთი)
3. ანია ობრადოვიჩი (სერბეთი)

70 კგ
1. ალინა ბოემი (გერმანია)
2. დორინე ნჩამ პო (საფრანგეთი)
3. ალის ბელანდი (იტალია)
3. კარია პროდანი (ხორვატია)

+70 კგ
1. რაზ ჰერშკო (ისრაელი)
2. მაქსიმე ბრაუზვეიტერი (გერმანია)
3. სარა პონტი (საფრანგეთი)
3. ფანი ტოტი (უნგრეთი)

<< დაბრუნება 2015-07-06