სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ორი ბრინჯაო სამსუნის გრან პრიდან

ორი ბრინჯაო სამსუნის გრან პრიდან

27-29 მარტს გამართულ სამსუნის გრან პრიზე 12 ქართველი ძიუდოისტიდან მედლების აღება მხოლოდ ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და უშანგი მარგიანმა (81 კგ) მოახერხეს - ორივე მათგანმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველი ორთაბრძოლა ალჟირელ მოჰამედ რებაისთან მოიგო. მეორე წრეში კი ავსტრიელ ევროპის ორგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტს, 33 წლის ლუდვიგ პაიშერს გაფრთხილებებით აჯობა. ამის შემდეგ ქართველმა ძიუდოსტმა ისრაელის წარმომადგენელ ალონ რაჰიმას სძლია, მეოთხედფინალში კი უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან დამარცხდა. მედლის აღებამდე ჩხვიმიანმა ჯერ მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას მოუგო, შემდეგ კი უზბეკ დიორბეკ უროზბოევს აჯობა.

უშანგი მარგიანს ფინალში გასვლის შანსი ფრანგმა ლუის პიეტრიმ დააკარგვინა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლი სპორტსმენი დაამარცხა.

ბრინჯაომდე თითო მოგება დააკლდათ ტრისტან ფეიქრიშვილსა (66 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილს (73 კგ), ხოლო ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) მეშვიდე ადგილზე გავიდა.

 

გრან პრი

ძიუდო

სამსუნი

27-29 მარტი

კაცები

60 კგ

1 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

3 ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი)

 

66 კგ

1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 სერგიუ ოლეინიჩი (პორტუგალია)

3 აბდულა აბდულჯალილოვი (რუსეთი)

 

73 კგ

1 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

2 ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)

3 დექს ელმონი (ჰოლანდია)

3 ვიქტორ სკვორტოვი (აგს)

 

81 კგ

1 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

2 სერგიუ ტომა (აგს)

3 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 საეიდ მოლაეი (ირანი)

 

90 კგ

1 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)

2 ალექსანდრ კუკოლჟი(სერბეთი)

3 შერალი ჟურაევი (უზბეკეთი)

3 ისლამ ბოზბაიევი (ყაზახეთი)

 

100 კგ

1 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

2 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)

3 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)

3 არსენ ომაროვი (რუსეთი)

 

+100 კგ

1 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი)

2 რაფაელ სილვა (ბრაზილია)

3 ბარნა ბორი (უნგრეთი)

3 იური კრაკოვეცკი (ყირგიზეთი)

<< დაბრუნება 2015-03-30