სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გრან პრის ჩემპიონობისთვის 8 ქართველი ძიუდოისტიდან - 1 გააგრძელებს

გრან პრის ჩემპიონობისთვის 8 ქართველი ძიუდოისტიდან - 1 გააგრძელებს

ძიუდოს გრან პრის პირველ დღეს რვა ქართველმა ძიუდოიტმა იჭიდავა: ამირან პაპინაშვილმა, პაატა მერებაშვილმა, ლაშა გიუნაშვილმა და ლუხუმი ჩხვიმიანმა 60 კგ-ში იასპარეზეს, ხოლო მინდია ლილუაშვილი, თორნიკე თათარაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და შალვა ქარდავა 66 კგ-ში გამოვიდნენ.

ქართველ ძიუდოისტთაგან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) გააგრძელებს, დანარჩენები კი საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) თბილისის გრან პრიზე მეორე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა მონღოლი ცოგტბაატარ ცენდოჩირის იპონით ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვს ვაზარ-იუკოთი აჯობა. ნახევარფინალში კი უზბეკ მეტოქესთან შარაფუტინ ლუთფილაევთან ორი ვაზარით და იუკოთი წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის პაპინაშვილი მონღოლ ამარტუვშინ დაშდაავას დაეჭიდება.

16:30 საათზე ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება, 17:00 საათიდან კი ფინალური ბლოკის შეხვედრები დაიწყება.

<< დაბრუნება 2015-03-20