სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ემიგრაციიდან დაბრუნებული ძიუდოისტის წარმატება

ემიგრაციიდან დაბრუნებული ძიუდოისტის წარმატება

1 თებერვალს საბერძნეთში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, რომელშიც ათი ქვეყანის 530 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

აღნიშნულ შეჯიბრებაზე ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა ვალერი ოგბაიძემ (90 კგ) და თედო ჯიშკარიანმა (73 კგ) იასპარეზეს, რომლებიც მათმა მწვრთნელმა გოჩა ბერაძემ მოამზადა.

ვალერი ოგბაიძემ ჩემპიონობა ბელორუსიის წარმომადგენელთან ბრძოლაში მოიპოვა, ხოლო თედო ჯიშკარიანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელმა გოჩა ბერაძემ აღნიშნა, რომ ვალერი ოგბაიძის ტურნირზე გამარჯვებას ელოდებოდა, რადგან სპორტსმენი ყოველთვის ბევრს და თავდაუზოგავად შრომობს - "ვალერი ჩემთან 2008 წლიდან ვარჯიშობს. 2007-2013 წლებში საბერძნეთში ძიუდოს კლუბი "კავკასიური არწივი" მქონდა და ვალერი სწორედ იქ გავიცანი. 2013 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნება და ოლიმპიურ ცენტრში დასაქმება შემომთავაზა. საზღვარგარეთ 14 წლიანი სპორტული მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი და ვალერი ოგბაიძეც, როგორც ემიგრაციიდან დაბრუნებული პერსპექტიული და ნიჭიერი სპორტსმენი, ოლიმპიურ ცენტრში მოხვდა."

ვალერი ოგბაიძე (90 კგ) არაერთი შეჯიბრების გამარჯვებული და პრიზიორია, მათ შორის 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

<< დაბრუნება 2015-02-04