სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
უშანგი მარგიანმა საქართველოს ჩემპიონატი დანომრა

უშანგი მარგიანმა საქართველოს ჩემპიონატი დანომრა

სპორტკომპლეკს "არენაში" გამართული საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში დასრულდა. შეჯიბრების პირველ დღეს ქვეყნის ჩემპიონ-პრიზიორები სამ წონით კატეგორიაში - 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდნენ.

73 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი გახდა, რომელმაც ფინალის გზაზე ოთარ კაციაშვილი, ანზორ ხმიადაშვილი, გიორგი კაციაშვილი და ფრიდონ გიგანი ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში ლაშა შავდათუაშვილს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მეგობარს ტიტული დაპირისპირების გარეშე დაუთმო.

უმსუბუქეს წონაში პირველი ადგილი ლაშა გიუნიშვილმა (60 კგ) დაიკავა, რომელმაც საქართველოს პირველობა წაუგებლად დაასრულა. მან ჯერ ალეკო ქვრივიშვილი, რამაზ გუგულაშვილი და ბეთქილ გულბანი ჩამოიშორა, ხოლო ნახევარფინალში ოქროსკენ მიმავალი გზა ქვეყნის შარშანდელ ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს სუფთა გდებით ჩაუკეტა, ფინალში კი პაატა მერებაშვილს ორ წუთში ორი ვაზარი შეუსრულა.

66 კილოგრამში ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი გახდა. მან მინდია ლილუაშვილი, ივანე ქურასბედიანი, გელა ლიპარტელიანი, კახა ცაგარელი და ბექა შავდათუაშვილი დაამარცხა.

9 ნოემბერს “არენას” ტატამზე 81, 90, 100 და +100 კილოგრამში მოჭიდავე ძიუდოისტებმა იასპარეზეს.

81 კილოგრამში შეჯიბრება წაუგებლად დაასრულა ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა უშანგი მარგიანმა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე დავით ნარიმანიძე, ანზორ ბიბილაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და ამბაკო ავალიანი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი გიორგი პაპუნაშვილს შესრულებული ვაზარით აჯობა.

კვარცხლბეკის უმალეს საფეხურზე ავიდნენ ბექა ღვინიაშვილი (91 კგ), ლაშა გურული (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ), ეს უკანასკნელი საჩემპიონო აღმართს იასონ კარიბოვის დამარცხებით შეუყვა, გიორგი ზაქარიაძე მსაჯს შიდოებით მოახსნევინა, ნახევარფინალში ამბროსი კონკროშვილს ორჯერ შეუსრულა ვაზარი, ფინალში კი ონისე ბუღაძეს უილეთო ორთაბრძოლაში ოთხი გაფრთხილება მიაღებინა.

ლაშა გურულმა (100 კგ) გურამ თუშიშვილი ვაზარზე ორჯერ დააგდო, შემდეგ თორნიკე ოთინაშვილი და მიშიკო ჟორჟოლიანი ჩამოიშორა, ნახევარფინალში ლაშა ტაველურს სძლია სუფთა გდებით, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ალექსანდრე ზაალიშვილს დაუპირისპირდა და პირველსავე წუთზე, მეტოქის ტრავმის გამო გამარჯვებულად გამოცხადდა.

ბექამ ღვინიაშვილმა სამი წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ის საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და გიორგი ვარდოსანიძეს აჯობა. მეოთხედფინალში გიორგი გიორგაძეს მტკივნეული ილეთით მოუგო, შემდეგ კი ბექა რატიანი შებოჭა.

საქართველოს ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე სეზონის დასკვნით საერთაშორისო ტურნირზე – ტოკიოს გრან სლემზე (5-7 დეკემბერი) გამომსვლელთა შემადგენლობას დააკომპლექტებს.

 

ძიუდო

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

8-9 ნოემბერი

 

60 კგ

1 ლაშა გიუნაშვილი (შიდა ქართლი)

2 პაატა მერებაშვილი (აჭარა)

3 ბეთქილ გულბანი (იმერეთი)

3 გიორგი ბროლაშვილი (თბილისი)

 

66 კგ

1 ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი)

2 მინდია ლილუაშვილი (იმერეთი)

3 გიორგი გუგულაშვილი (გურია)

3 ტრისტან ფეიქრიშვილი (აჭარა)

 

73 კგ

1 ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი)

2 ლაშა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი)

3 ზებედა რეხვიაშვილი (ქვემო ქართლი)

3 ფრიდონ გიგანი (ქვემო ქართლი)

 

81 კგ

1 უშანგი მარგიანი (იმერეთი)

2 გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი)

3 თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი)

3 ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი)

 

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)

2 პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)

3 ზვიად გოგოჭური (კახეთი)

3 ნოდარ ბერიანი (ქვემო ქართლი)

 

100 კგ

1 ლაშა გურული (იმერეთი)

2 ალექსანდრე ზაალიშვილი (შიდა ქართლი)

3 იასონ ნემსაძე (იმერეთი)

3 რევაზ წულუკიძე (აჭარა)

 

+100 კგ

1 ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი)

2 ონისე ბუღაძე (იმერეთი)

3 ვახტანგ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი)

3 გიორგი ბოლოთაშვილი (შიდა ქართლი)

<< დაბრუნება 2014-11-09