სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გოგა გოგაშვილმა საქართველოს პირველობაზე გაიმარჯვა

გოგა გოგაშვილმა საქართველოს პირველობაზე გაიმარჯვა

11 ოქტომბერს თბილისის სპორტკომპლექს "მართვე"-ში გაიმართა ლაშა შავდათუაშვილის სახელობის საქართველოს პირველობა 2000-2001 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა ძიუდოისტმა გოგა გოგაშვილმა (66 კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღნიშნული შეჯიბრებისთვის ახალგაზრდა სპორტსმენი საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ვაჟა ბალხამიშვილმა მოამზადა.

ჩემპიონ პრიზიორები 36, 40, 45, 50, 55, 60, 66 და +66 კილოგრამ წონით კტეგორიებში გამოვლინდნენ.

ოლიმპიური ცენტრი ულოცავს გოგა გოგაშვილსა და მის მწვრთნელს გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს მომავალში!

<< დაბრუნება 2014-10-12