სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ვანო ხუბაშვილი პოლონეთიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა

ვანო ხუბაშვილი პოლონეთიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 17-18 მაისს ევროპის თასზე იასპარეზა, რომელიც პოლონეთის  ქალაქ ბიელსკო ბიალაში გაიმართა.

აღნიშნულ ჩემპიონატზე ქართველმა კადეტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ახალგაზრდა ძოიდოისტებმა ჯამში შვიდი მედალი მოიპოვეს - 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: თემურ ნოზაძე (-50კგ), ჯამბულ ქურდიანი (-60კგ), გიგა გიგაური (-73კგ) და გიორგი გველესიანი (-90კგ).

ვერცხლის მედალი ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა ვანო ხუბაშვილმა (-50კგ) დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოს მედლები რობიზონ ბეგლარაშვილმა (-55კგ) და ბექა უდესიანმა (-66კგ) მოიპოვეს.

<< დაბრუნება 2014-05-20