სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ლუხუმ ჩხვიმიანის ოქრო

ლუხუმ ჩხვიმიანის ოქრო

სპორტკომპლექს „არენაში“ გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში სპორტსმენი ლუხუმ ჩხვიმიანი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ამირან პაპინაშვილს საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე შესრულებული ვაზარით აჯობა. გადამწყვეტ ილეთამდე კი ორი გაფრთხილებით აგებდა. ნახევარფინალში სპორტსმენმა მისი მეტოქე გიორგი ბროლაშვილი შეჯიბრების დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ვაზარზე დააგდო და გამარჯვება მოიპოვა. ამ ორ ბრძოლამდე ლუხუმ ჩხვიმიანმა ბაქარ გულბიანს, ანზორ ნასარიძესა და პაატა მერებაშვილს სძლია.

მეორე ადგილი ამირან პაპინაშვილმა დაიკავა, ბრინჯაოს მედლები კი უმძიმესი ბრძოლის შემდეგ გიორგი ბროლაშვილმა და პაატა მერებაშვილმა მოიპოვეს. გიორგი ბროლაშვილმა გიორგი მესაბლიშვილს ოქროს დროში, გაფრთხილებით მოუგო. პაატა მერებაშვილმა კი ლაშა გიუნაშვილს მეშვიდე დამატებულ წუთზე სძლია.

ჩემპიონ-პრიზიორები ძიუდოში დანარჩენ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. შვიდი წონითი კატეგორიიდან - ოთხში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ახალგაზრდული ნაკრების წევრები ავიდნენ. ლუხუმ ჩხვიმიანის (60 კგ) მიღწევა ფრიდონ გიგანმა (73 კგ.) გურამ თუშიშვილმა (100 კგ.) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.) გაიმეორეს.

ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი. 2-3 ნოემბერი

 

60 კგ

 

1 ლუხუმ ჩხვიმიანი (ქვემო ქართლი)

2 ამირან პაპინაშვილი (აჭარა)

3 გიორგი ბროლაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)

3 პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი)

 

66 კგ

 

1 შალვა ქარდავა (რაჭა-ლეჩხუმი)

2 გიორგი ქალდანი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

3 ტრისტან ფეიქრიშვილი (აჭარა)

3 გელა კელიხაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)

 

73 კგ

1 ფრიდონ გიგანი (ქვემო ქართლი)

2 ზურაბ ნოზაძე (შიდა ქართლი)

3 თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი)

3 გიორგი გასიტაშვილი (აჭარა)

 

81 კგ

 

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (ქვემო ქართლი)

2 უშანგი მარგიანი (იმერეთი)

3 ლაშა ზურაბიანი (მცხეთა-მთიანეთი)

3 გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი)

 

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი (აჭარა)

2 პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)

3 ზვიად გოგოჭური (კახეთი)

3 ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)

 

100 კგ

 

1 გურამ თუშიშვილი (თბილისი)

2 იოსებ მსხალაძე (შიდა ქართლი)

3 რევაზ ჩიკოიძე (აჭარა)

3 დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი)

 

+100 კგ

 

1 ლევან მატიაშვილი (თბილისი)

2 როსტომ ხახალეიშვილი (იმერეთი)

3 ონისე ბუღაძე (იმერეთი)

3 გიგა გელაშვილი (შიდა ქართლი)

<< დაბრუნება 05-11-2013