სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურ ცენტრში ღია პირველობა ჩატარდა

ოლიმპიურ ცენტრში ღია პირველობა ჩატარდა

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში 28 მაისს „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ გაიმართა. შეჯიბრებები ჩატარდა ფეხბურთში, ძიუდოში, თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და ფალავნობაში, რომელსაც ორგანიზება სპორტკომპლეკსმა „არენამ“ და საფეხბურთო სკოლა „საბურთალომ“ გაუწიეს.

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრებმა და მოსიარულე, ასევე თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან მოწვეულმა 300-ზე მეტმა სპორტსმენმა.

ოლიმპიურ ცენტრში მოვარჯიშე სპორტსმენებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჯამში თორმეტი მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლის მფლობელი 29 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა კიკაძე გახდა, ვერცხლის მედლები აიღეს ალექსანდრე რუსიტაშვილმა (23 კგ.), გიორგი ოდიშვილმა (26 კგ), მერაბ პაპიაშვილმა (32 კგ), რომა ონანაშვილმა (35 კგ), დათო მაისურაძემ (38 კგ) და ლუკა წერეთელმა (53 კგ). მესამე ადგილზე კი ზურა ბერიძე (23 კგ), ნიკა ნადირაძე (23 კგ), მამუკა პეტრიაშვილი (32 კგ), ლიკა გიორგობიანი (38 კგ) და ილია ასიტაშვილი (53 კგ) გავიდნენ.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამარჯვება მოიპოვეს ცენტრის ბაზაზე მოსიარულე სპორტსმენებმა გიორგი გოგიჩაიშვილმა (32 კგ), გია უგრელიძემ (42 კგ) და რომან აფციაურმა (54 კგ). ვერცხლის მედალს ვლადიმერ კაკოშვილი (47 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედალი გიგი ბაიდარაშვილმა (35 კგ) აიღო.

„ღია პირველობას“ საქართველოს ვეტერანი სპორტსმენები, გამოჩენილი მსახიობები, საკანონმდებლო და აღმასრულებები ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ცენტრში შეკრებილ უამრავ სტუმარს შორის იყო თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია.

აღნიშნულ ღონისძიებასთან ერთად ცენტრის ბაზაზე გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ფინალი ძალოსნობაში.

„ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობის“ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს დიპლომები, მედლები, თასები, ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

2013 წელს „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობაში“ მონაწილეობა 400-მდე სპორტსმენმა მიიღო. ჩემპიონ-პრიზიორები ძიუდოში, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოვლინდნენ.

<< დაბრუნება 2014-05-28