სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ცენტრის უფასო სექციების კონტიგენტი ას ოც სპორტსმენამდე გაიზარდა

ცენტრის უფასო სექციების კონტიგენტი ას ოც სპორტსმენამდე გაიზარდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ „ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში“ მცხოვრებ სპორტსმენთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა.

ცენტრის ბაზაზე არსებულ უფასო სექციებში ადგილების რაოდენობა შემდგენაირად გადანაწილდა: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა-22, თავისუფალი ჭიდაობა-22, ძიუდო-20, კრივი-10, მძლეოსნობა-8, ძალოსნობა-13, ფეხბურთი-25.

აღნიშნული სექციებისთვის განსაკუთრებული მონაცემების მქონე სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეირჩევიან. სპორტულ სახეობებში კონტიგენტის გაზრდის მიზანს სოციალურად დაუცველი, ნიჭიერი სპორტსმენების მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრები სპორტსმენები ისარგებლებენ მაღალი ხარისხის სამჯერადი კვებითა და საცხოვრებელი პირობებით, მათ განკარგულებაში იქნება საერთაშორისო დონის ჭიდაობისა და ძიუდოს სპორტული არენა, ძალოსნობის დარბაზი და საფეხბურთო მოედნები.

ოლიმპიურ ცენტრში ფუნქციონირებს უფასო სექციები მოსიარულე სპორტსმენებისთვისაც, რომლებსაც მაღალკვალიფიციური მწვრთნელები ავარჯიშებენ. ამჟამად ცენტრში სამასამდე ახალგაზრდა დადის.

სპორტსმენთა სავარჯიშო პირობების გაუმჯობესების მიზნით 2014 წლის მარტში ცენტრის ბაზაზე ახალი თანამედროვე ძიუდოსა და კრივის დარბაზის მშენებლობა იგეგმება.

<< დაბრუნება 2014-02-21