სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მინისტრი ოლიმპიური ცენტრის პრეზენტაციას დაესწრო

მინისტრი ოლიმპიური ცენტრის პრეზენტაციას დაესწრო

განახლებული ოლიმპიური რეზერვების ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია 1 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართა.

ოლიმპიურ ცენტრში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ, მოქმედმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და ჟურნალისტებმა დაათვალიერეს.

პრეზენტაციაზე მინისტრმა ცენტრის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფასო სექციებისთვის ახალი იერ-სახის მიცემა ქართველი სპორტსმენების განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

ცენტრის დირექტორმა შალვა გოგოლაძემ მოსულ სტუმრებს სამომავლო გეგმებიც გააცნო: 2014 წლიდან ოლიმპიურ ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება და უფასო სექციები 400-ზე მეტ ქართველ და უცხოელ სპორტსმენს მოემსახურება. 

აჟამად ცენტრის ბალანსზე არსებული ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი საფეფხბურთო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც საფეხბურთო სკოლა „საბურთალო" აწარმოებს. სამომავლოდ ოლიმპიურ ცენტრში ფეხბურთელებისთვის სკოლა გაიხსნება.

ოლიმპიურ ცენტრში კაპიტალურად შეკეთდა და შერემონტდა ჭიდაობისა და ძიუდოს სპორტული არენა, ძალოსნობის დარბაზი, კეთილმოეწყო და გარემონტდა საშხაპეები, გასახდელები და მწვრთნელთა სამუშაო ოთახები, დარბაზები აღიჭურვა გათბობის სისტემებით და სპორტული ინვენტარით, განახლდა სპორტული შენობების ფასადი.

http://www.youtube.com/watch?v=8CXyCv9Gvbk

 

<< დაბრუნება 2013-11-01