სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
განახლებული ოლიმპიური ცენტრის გახსნა

განახლებული ოლიმპიური ცენტრის გახსნა

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის განახლებასთან დაკავშირებით 1 ნოემბერს 15:00 საათზე პრეზენტაცია გაიმართება. ცენტრში გაწეულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ოლიმპიურ ცენტრს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი, მოქმედი და ვეტერანი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები დაათვალიერებენ. 

აღსანიშნავია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით,  სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის ცენტრის ბაზაზე ჭიდაობის, ძიუდოს, კრივისა და ძალოსნობის უფასო სექციები გაიხსნა, სადაც მისვლა 10-25 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა ხელმისაწვდომი. დღვანდელი მონაცემებით, გლდანის ოლიმპიურ ცენტრში 70 პროფესიონალი სპორტსმენი ცხოვრობს და ვარჯიშობს, ხოლო უფასო სექციებზე 300-მდე ახალგაზრდაა ჩართული.

2014 წლიდან ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლება და სპორტსმენთა კონტიგენტის გაორმაგება იგეგმება.

ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში, რომელიც 1958 წელს შეიქმნა, სხვადასხვა დროს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და ცნობილი სპორტსმენები აღიზარდნენ. მათ შორის - ლაშა შავდათუაშვილი, დავით მარსაგიშვილი, ზაზა თურმანიძე, დავით ბედინაძე, გელა კეტაშვილი, თემურ ქეცბაია, გრიგოლ ცაავა, მაია აზარაშვილი, ვახტანგ ბლაგიძე, ომარ ფხაკაძე, ზაზა თურმანიძე, ვლადიმერ გოგოლაძე, ვლადიმერ აფციაური, მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე და სხვები.

<< დაბრუნება 01-11-2013