სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის განახლება დასრულდა

ოლიმპიური ცენტრის განახლება დასრულდა

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე დღის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რომლის ფარგლებში კაპიტალურად შეკეთდა და შერემონტდა ჭიდაობისა და ძიუდოს სპორტული არენა, ძალოსნობის დარბაზი, კეთილმოეწყო და გარემონტდა საშხაპეები, გასახდელები და მწვრთნელთა სამუშაო ოთახები, დარბაზები აღიჭურვა გათბობის სისტემებით და სპორტული ინვენტარით, განახლდა სპორტული შენობების ფასადი. რეაბილიტირებულ ოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენების განკარგულებაში არის საერთაშორისო დონის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზა.

ცენტრში სარემონტო სამუშაოები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა. 

ამჟამად საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" დახმარებით ცენტრის ბალანსზე არსებული ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამომავლოდ ოლიმპიურ ცენტრში საფეხბურთო სკოლის გახსნაც იგეგმება და მოედნები ცენტრთან არსებულ უფასო სექციებსაც მოემსახურება.

 

 

<< დაბრუნება 2013-11-01